მოკლედ, თანაკლუბელებო და განსაკუთრებით ფოტოაპარატებში გარკვეულნო. მიუხედავად ჩემი ფოტოგრაფიისადმი საკმაოდ ღრმა და მისტიური ურთიერთობისა , მთავარ ხელსაწყოსთან ანუ თავად ფოტოაპარატთან ვერ დავმეგობრდი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს .თან ამ ბოლო დროს სულ ჩამოვშორდი ცივილიზაციას და პრაქტიკა ლტლ-ი და მე ხელიხელჩაკიდებულნი დავდივართ. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი უვიცობა თანამედროვე ფოტოაპარატთა ტექნიკურ შესაძლებლობებში(ეს მცირე თავის გამართლება და შესავალი).
მოკლედ, საქმე შემდეგში მდგომარეობს, მეგობარმა მითხრა რომ შეუძლია ერთი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში არარეალურ ფასებს უკაკუნებს ), ჩამომიტანოს ხელსაყრელ და ასე განსაჯეთ- რეალურ ფასად
აქედან გამომდინარე, შეკითხვაზე რომელი ფოტოაპარატი გინდა? ჩემი პასუხი იყო რომელიმე პროფესიონალად წოდებული ქენონი ან ნიკონი. ფასის ანუ საკვანძო საკითხის გაუთვალისწინებლად, რომელ ციფრულ ნიკონისა ან ქენონის ფოტოაპარატს მირჩევდით? რა ლინზით და ა.შ. გთხოვთ არ დაიზარით და გამიზიარეთ თქვენი ცოდნა/გამოცდილება.
მე შენს ადგილას ვიყიდიდი 5Dს და არა 5D მარკ 2 ს რადგან იგივე მატრიცაა უბრალოდ ფიქსელი აქვს მეტი მარა მიკვირს მე 5D საც 36 მმ აქვს მატრიცა და მარკ 2 საც 36 მმ როგორაა გაბერილი ასე ფიქსელები?
საიდან მოიტანე რომ იგივე მატრიცა აქვს კაცოუ ? ზომით რახან ერთი და იგივეა ? 14 ბიტი აქვს არხზე მარკ2-ს და ძველ 5დ-ზე ხოშიანად მეტი დინამიური დიაპაზონი. + ამას გაცილებით დაცული ბოდი. ძველი 5დ-თი პეიზაჟზე ბოდიალს არ გავრისკავდი პილასოსივითაა. ძალიან სუსტი დაცვა აქვს (ე.წ. weather sealing)