მოკლედ, თანაკლუბელებო და განსაკუთრებით ფოტოაპარატებში გარკვეულნო. მიუხედავად ჩემი ფოტოგრაფიისადმი საკმაოდ ღრმა და მისტიური ურთიერთობისა , მთავარ ხელსაწყოსთან ანუ თავად ფოტოაპარატთან ვერ დავმეგობრდი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს .თან ამ ბოლო დროს სულ ჩამოვშორდი ცივილიზაციას და პრაქტიკა ლტლ-ი და მე ხელიხელჩაკიდებულნი დავდივართ. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი უვიცობა თანამედროვე ფოტოაპარატთა ტექნიკურ შესაძლებლობებში(ეს მცირე თავის გამართლება და შესავალი).
მოკლედ, საქმე შემდეგში მდგომარეობს, მეგობარმა მითხრა რომ შეუძლია ერთი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში არარეალურ ფასებს უკაკუნებს ), ჩამომიტანოს ხელსაყრელ და ასე განსაჯეთ- რეალურ ფასად
აქედან გამომდინარე, შეკითხვაზე რომელი ფოტოაპარატი გინდა? ჩემი პასუხი იყო რომელიმე პროფესიონალად წოდებული ქენონი ან ნიკონი. ფასის ანუ საკვანძო საკითხის გაუთვალისწინებლად, რომელ ციფრულ ნიკონისა ან ქენონის ფოტოაპარატს მირჩევდით? რა ლინზით და ა.შ. გთხოვთ არ დაიზარით და გამიზიარეთ თქვენი ცოდნა/გამოცდილება.
სისულელეა მანდენის საშუალება თუ გაქვს კროპიანი კამერა იყიდო.
ანუ 50D 7D 40D < მართალია არაა არცერთი არასერიოზული კამერა პირიქით ძალიან კარგი კამერებია მარა სადაც მაგდენის შესაძლებლობა გაქვს იქაც ბარემ სრულ მარტიციანი იყიდე
მე შენს ადგილას ვიყიდიდი 5Dს და არა 5D მარკ 2 ს რადგან იგივე მატრიცაა უბრალოდ ფიქსელი აქვს მეტი მარა მიკვირს მე 5D საც 36 მმ აქვს მატრიცა და მარკ 2 საც 36 მმ როგორაა გაბერილი ასე ფიქსელები? იგივე მატრიცაში ჩატენეს და 21 ფიქსელამდე აიყვანეს და დაამატეს ვიდეო სულ ესაა განსხვავება მარკ 2 სა და ჩვეულებრივ 5 Dს შორის.
ხოლო ფოტოშოპში 2 კლიკი უნდა RAW ფაილს და მარკ 2 ის ფიქსელზე უპრობლემოდ აიყვან ხარისხის დაკარგვის გარეშე
არ მესმის რატომ უნდა გადავიხადო 1000$ ით მეტი როცა 10 წამის საქმეა რომ 5D თი გადაღებულ ფოტოზე იგივე ხარისხი მიიღო რასაც მარკ 2 იღებს
მოკლედ ბევრი ვილაპარაკე და ჩემს მოსაზრებას გეტყვი, Canon 5D 1300$ Canon EF 24-105mm f/4L IS USM 1000$ Canon EF 50mm f/1.4 USM 370$ Canon 17-40mm f/4L 700$ Infrared Filter 70$ ყველა ობიექტივისთვის Polarizer Filter 70$ ყველა ობიექტივისთვის UV Filter 70$ ყველა ობიექტივისთვის Lens Hood 200$ ყველა ობიექტივისთვის Lens Cleaners 30$ Sensor And Mirror Cleaners 30$ Slik Able 300DX Tripod 100$ Lowepro Shoulder Bag 200$ ჩანთა საკმაოდ დიდი ამ ყველაფრისთვის