მოკლედ, თანაკლუბელებო და განსაკუთრებით ფოტოაპარატებში გარკვეულნო. მიუხედავად ჩემი ფოტოგრაფიისადმი საკმაოდ ღრმა და მისტიური ურთიერთობისა , მთავარ ხელსაწყოსთან ანუ თავად ფოტოაპარატთან ვერ დავმეგობრდი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს .თან ამ ბოლო დროს სულ ჩამოვშორდი ცივილიზაციას და პრაქტიკა ლტლ-ი და მე ხელიხელჩაკიდებულნი დავდივართ. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი უვიცობა თანამედროვე ფოტოაპარატთა ტექნიკურ შესაძლებლობებში(ეს მცირე თავის გამართლება და შესავალი).
მოკლედ, საქმე შემდეგში მდგომარეობს, მეგობარმა მითხრა რომ შეუძლია ერთი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში არარეალურ ფასებს უკაკუნებს ), ჩამომიტანოს ხელსაყრელ და ასე განსაჯეთ- რეალურ ფასად
აქედან გამომდინარე, შეკითხვაზე რომელი ფოტოაპარატი გინდა? ჩემი პასუხი იყო რომელიმე პროფესიონალად წოდებული ქენონი ან ნიკონი. ფასის ანუ საკვანძო საკითხის გაუთვალისწინებლად, რომელ ციფრულ ნიკონისა ან ქენონის ფოტოაპარატს მირჩევდით? რა ლინზით და ა.შ. გთხოვთ არ დაიზარით და გამიზიარეთ თქვენი ცოდნა/გამოცდილება.
მაშინ თუ მარტო პორტრეტებს და ღანრების გადაღებას აპირებ ამას გირჩევ Canon EOS 5D Mark II + Canon EF 24-70mm f/2.8L Added @ ამას კიდე თუ გინდა Canon EF 50მმ F/1.4 მიუმატე სრული ბედნიერებისთვის