IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სადაურსა სად წაიყვან
ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: - ნამუშევარში ჩადებული იდეა; - ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან - ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი - ნამუშევრის მხატვრული სახე.
თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: 1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი
თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.
ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.
თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ასოციაცია "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება" მონაწილეებს ულოცავს კონკურსის "სადაურსა სად წაიყვანს" დასრულებას. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლადო ფირცხალავა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა მომხარებელმა, რის შემდეგაც ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: მეორე ადგილი MaStErOFmAsTeRs. მესამე ადგილი ლუიზა ჩალატაშვილი. ფოტოები რომლებიც მოხვდნენ საუკეთესო ათეულში:
გთხოვთ გამარჯვებულებს და იმათ ვისი ნამუშევრებიც მოხვდა საუკეთესო ათეულში, გამოაგზავნონ ფოტოები სრული რეზოლუციით შემდეგ მეილზე: ina@phds.ge არაუგვიანეს 14 ივლისისა
პრეზენტაცია და პრიზების გადაცემის დღეს ჩვენ შეგატყობინებთ მოგვიანებით