უიმეეეე, გადაგვიარა ბოლომდე მეც და ჩემს აპარატსაც აქამდეც ბევრჯერ მომსვლია მასე, როგორც წამიღია, ისე რომ მომიტანია, ტანსაცმელს არ ვუხამებ ხოლმე :P დამიტოვია, იმიტომ, რომ მეგონა არაფერს გადავიღებდი, მაგრამ ყოფილა რომ მოულოდნელად აღმოვჩენილვარ იქ და ისეთ მომენტში, სადაც გადაღება მომდომებია და მინანია. ჩანთებში მართლა არ მეტევა და მხარზე გადაკიდებულს ვატარებ და ბევრჯერაც დავუღლივარ, მარა არ ვიხრი ქედს, იშ! ერთი ისაა, რომ მე ქუჩის ფოტოგრაფიას და ა.შ. არ მივდევ დიდად. ანუ ძირითადად ვიღებ მაშინ, როცა გადაწყვეტილი მაქვს გადავიღო და მაგ დროს საერთოდ არ მაწუხებს ამისი წონა.