IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სადაურსა სად წაიყვან
ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: - ნამუშევარში ჩადებული იდეა; - ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან - ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი - ნამუშევრის მხატვრული სახე.
თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: 1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი
თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.
ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.
თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?
- ვინ გითხრა, რომ ჩაითვლება? კიდევ ერთხელ ვამბობ არა ადეკვატური შენი მხრიდან მაშინ არ იყო მარტო 0-ების წერა.
QUOTE
ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას"
ძალიან ცდები. ალტა იმ კონკურსის ("ყველაფერი გაცილებით მარტივია" ) ორგანიზატორი იყო, არავითარი მოთხოვნა მათი (ალტას) ან მათი ნაწარმის რეკლამირების არ ყოფილა. (მაგალითად ბაგრატიონის კონკურსზე იყო ზუსტი მოთხოვნა - სასმელის დაგემოვნების პროცესი. თუმცა უმრავლესობამ უბრალოდ ბოთლების "საბანერო" სურათები დადო)
თუ რამე კონკრეტული გინდა გაარკვიო ან მკითხო ალტას კონკურსზე მომწერე პმ. აქ მოვრჩი ალტაზე საუბარს და შენთანაც თხოვნა მექნება მხოლოდ ამ კონკურსის ფარგლებში გააკეთო კომენტარები.
რაც შეეხება წარწერას. კი შეიძლება შეიცვალოს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას და დღეს დღის განამვლობაში ჩავწერ "საკონკურსო"-ს.
თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის. არ მიაქცევენ იმ წარწერას ყურადღებას, ისევე როგორც არ აქცევენ ყურადღებას ფოტოს განთავსების ადგილს (გალერეის სახელწოდებას).
QUOTE
და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას? ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი..
- ფოტოებს ფილტრავს ორგანიზატორი (ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS)).