IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სადაურსა სად წაიყვან
ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: - ნამუშევარში ჩადებული იდეა; - ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან - ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი - ნამუშევრის მხატვრული სახე.
თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: 1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი
თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.
ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.
თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ამ შემთხვევაშიც და მაშინაც მართალი ვიყავი: ფოტო, რომელიცა რ შეესაბამება კონკურსის იდეას არის 0. ფოტოზე დადებითი შეფასების წერა იწყება მაშინ, როცა ის მეტნაკლებად პასუხობს , ან სავარაუდოდ მაინც გულისხმობს თემატიკას..
არალეგალ მიგრანტებზე, რომ დევნილის ფოტოს დებ არის აბსურდი.. და საერთოდ არაფერ შუაში არაა თემასთან, მითუმეტეს ტრეფიკინგთან.. რატომ ჩაითვლება ჩემი შეფასება არაადექვატურად?
ასევე იყო ალტას კონკურსზეც: "სლოგანი ყველაფერი გაცილებით მარტივია" რომელიც გულისხმობდა იდეაში კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების "გარეკლამებას" გაიმაჯვა ფოტომ სადაც ბავშვი უშვებს საპნის ბუშტებს.. 0/0 დავწერე ასეთ "ნიპრიჩომ" ფოტოებზე იმიტომ რომ თემატიკასთან 0% აკავშირებდათ.. და ამაში ვერავინ ვერ გამამატყუნებს.. 100%-ით მართალი ვარ.. ნუ ადმინისტრაციამ რატომ დაუშვა ასეთი ფაქტები ეს კიდევ სხვა საკითხია..
ახლა კიდევ ერთი საჭირბოროტო შეკითხვა მაქვს
უმეტესობა იუზერებისა საერთოდ ვერ არჩევს ფოტო დაიდო საკონკურსოდ თუ უბრალოდ ანონიმით და შესაბამისად არც აკვირდება საკონკურსო ტემატიკასა და ფოტოზე ასახულ მოვლენას.. რაც შესაბამისად არაკომპეტენტურ შეფასებაში აისახება კარგი იქნებოდა უფრო შესამჩნევად თუ გამოჩნდება ფოტოზე რომ ის საკონკურსოა ! ფოტოს ქვეშ რომ დაეწეროს ან რამე მსგავსი ან Hidden-ის მაგივრად დაეწეროს "საკონკურსო"... და მაინტერესებს ვინ ფილტრავს საკონკურსო ფოტოებს, ვინ წყვეტს ფოტო პასუხობს თუ არა თემატიკას? ფაქტია რომ არ იცი რა არის არალეგალი მიგრირებული და დევნილი..