IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> სადაურსა სად წაიყვან
ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება (PHDS) „კოოპერაცია შავი ზღვის აუზის რეგიონებში მიგრაციის საკითხებში წარმოშობის, ტრანზიტის და მიმღებ ქვეყნებს შორის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტო კონკურსს - "სადაურსა სად წაიყვან", რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეძღვნება.
საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 02 ივლისის ჩათვლით. ნამუშევრების განთავსება განხორციელდება www.boke.ge-ზე არსებული წესების და მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფორუმზე არსებული ლიმიტების გარდა თითო კატეგორიაში განათავსოს დამატებით 5-5 ფოტო.
აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების გაგზავნით ორგანიზატორის ელ.ფოსტაზე : ina@phds.ge ნამუშევრები გალერეაში განთავსდება ორგანიზატორის ნიკით, რომელსაც კონკურსის დასრულების შემდეგ მიეწერება ავტორების ვინაობა.
ნამუშევრები გალერეაში განთავსდება მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
გაითვალისწინეთ, რომ მოხდება საკონკურსო ნამუშევრების მკაცრი მოდერირება კონკურსის შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: - ნამუშევარში ჩადებული იდეა; - ნამუშევრის შესაბამისობა დასმულ ამოცანასთან - ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი - ნამუშევრის მხატვრული სახე.
თითო კატეგორიაში პირველ სამ ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: 1 ადგილი - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ადგილი - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 3 ადგილი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი
თითო კატეგორიაში პირველ ადგილს გამოავლენს პროფესიონალური ჟიური, მეორე და მესამე ადგილები გამოვლინდება ფორუმის წევრების შეფასებების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევრები დაემთხვევა ფორუმის წევრების მიერ გამოვლენილ ტოპ #1 ან #2 ნამუშევარს, მოხდება მომხმარებლების მიერ არჩეული ნამუშევრების ჩანაცლვლება რეიტინგით მომდევნო ნამუშევარზე.
ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ნამუშევრების მიღების დასრულების შემდეგ 1 კალენდარული კვირის განმავლობაში.
თითო კატეგორიის ტოპ ათეულში შესული ნამუშევრები შევლენ კატალოგში, რომელიც გავრცელდება მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
შეიძლება ძალიან ვერევი ჟიურის კომპეტენციაში, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო ერთი რამ:
რატომ არის, რომ კონკურსზე რომელიც არალეგალურ მიგრაციას და ტრეფიკინგს ეხება ძირითადად იდება დევნილების (და არა ლტოლვილების როგორც ბევრი ეძახის და არც კი იცის რომ ეს კიდევ სხვა რამეა) ფოტობი?
მე როგორც ვიცი და როგორც განიმარტბა ეს ტერმინები, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ დევნილებთან. არალეგალი ემიგრანტი აის ადამიანი რომელიც ერთი ქვეყნიდან ეორე ქვეყანაში გადადის უკანონოდ, საბუტების არქონით, უვიზოდ და რომელზე ვრცელდება დეპორტაცია. ტრეფიკინგი კი ყველამ ვიცით რაც არის..
ჰოდა ამიხსნას ვინმემ დევნილების ფოტოები რატომ არის ყველა ფოტო კონკურსზე? ასეთი თემატიკის კონკურსზეც კი????? ეს არის რეალური პრობლემა.. შინაარსის აღქმის პრობლემა
იმედია ჟიური გაითვალისწინებს ამ შენიშვნას თორე მერე ისეთ ფოტოებს, რომელიც არ არის თემასთან არანაირ კავშირში ჩამოვუწერ 0/0-ს და ისევ წამართმევენ სტატუსს მაქვს ამის გამოცდილება