მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მონადირე - ნიკიდან გამომდინარე მიხვდებით ალბათ რომ ნადირობის მოყვარული ვარ.. გიორგი მაჭარაშვილი 24 წლის დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის განხრით 2007 წელს ვმუშაობ ქართულ პროგრამულ სისტემებში IT მენეჯერად
ეს ბოლო პერიოდი ძალიან დავინტერესდი ფოტოგრაფიით და ეს ფორუმი მეგობრის დახმარებით აღმოვაჩინე რო უკეთესად გავერკვე..ჯერ აპარატი არ შემიძენია იმიტომრომ საკმარისად ვერ ვერკვევი...