პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
წინა პოსტებში დავწერე მაგრამ ალბათ ProArt არ მიგიქცევია ყურადღება, სხვაც არ კითხულობს, თან არც პრეზენტაციის ხელშეკრულებაში წერია რაიმე მსგავსი, მოკლეთ მაინტერესებს საბოლოო ფოტოების დაბინავების ადგილი )) ანუ ვის რჩება ფოტოები საბოლოოდ? ბანკს თუ ავტორს? თუ ბანკს, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში თუ იქნება გაწერილი პირობები, რა უფლებებით იტოვებს ბანკი ფოტოებს და ა.შ. მსგავს კითხვებზე მაინტერესებს პასუხი... თავიდანვე გეწერა რომ მხატვრების შემთხვევაში მოხდა ნახატების გაყიდვაო და იგივე სიტუაციის განმეორების შემთხვევაში რა პირობებია და ა.შ. ვფიქრობ ეს ის კითხვებია რომლებზეც პასუხი აუცილებლად უნდა ვიცოდე(თ)