დაიწყო ყოველწლიური ფოტო ფესტივალ-კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"!
ფოტოკონკურსის მიზანია ერთი თვის განმავლობაში ბათუმი იქცეს ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა სამიზნედ. საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: http://www.photobatumi.ge
გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური,
დაიბეჭდება 50 საუკეთესო ფოტო, რომელთა გამოფენა მოეწყობა 26 მაისს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ღია ცის ქვეშ. აქვე მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთა დაჯილდოვებაც.
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო და პროფესიონალური ფოტო კამერა! ასევე, დაჯილდოვდება ინტერნეტ-გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდება ვებ-გვერზე ხმის მიცემის გზით:
I ადგილი - Canon EOS 5D II ადგილი - 1000 ლარი III ადგილი - 500 ლარი
მოკლედ ხალხნო, ხვალ, 26 მაისს, ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე (კინო თბილისის გვერდით მდებარეობს ეს პატარა და ლამაზი ქუჩა) გაიმართება ფოტოკონკურსის 50 საუკეთესო ფოტო ნამუშევარის გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება! ყველას გელოდებით (რა თქმა უნდა ყველა იმას, ვინც ბათუმშია ან ჩამოდის ხვალ )!