პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
kesha, რამდენადაც ვიცი გამოფენა არ ყოფილა, უბრალოთ გააკეთეს პრეზენტაცია მედიისთვის, საინფორმაციო სახის რა და გამოფენა გარკვეული ხნის შემდეგ ჩატარდებაო, პრეზენტაციაზეც რამდენადაც მე მითხრეს რამოდენიმე ფოტოგრაფის ფოტოები აირჩიეს თითოეული კატეგორიიდან, გამოფენისთვის რომელი ფოტოები იქნება ამას შემდეგ გაგაგებინებთო
წინა გვერდზე დაწერა ProArt-მა
QUOTE
ხვალ არის პრეზენტაცია მედიისათვის, უბრალოდ ერთი საღამოსთვის დავბეჭდეთ რამოდენიმე ფოტო, ამიტომ არ ხართ საქმის კურსში ყველა. არ ინერვიულოთ არაფერს გამოგაპარებთ . ორი კვირის განმავლობაში დაიწყება პროექტი და ყველა დეტალზე შევთანხმდებით ყველასთან.