პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
PS. მოკრძალებული შენიშვნა (ეს უფრო ჩემი აზრია) პროკრედიტს, ვფიქრობ სასურველი იქნებოდა რომ ყოველ ფოტოს ეწეროს თავისი ავტორი ალბათ საჭიროცაა, ეს ხომ არ არის ვინმეს პერსონალური გამოფენა, სხვადასხვა ავტორების ფოტოებია და შესაბამისად საჭიროა ავტორის მითითებაც...