პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
სიტუაცია მშვენიერი იყო, თბილად მიმიღეს გამიხარდა, გამაცნეს ახლოდან პროექტის მინდიმარეობას სრულად, როგორც ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდნენ ბანკის მანდილოსანი თანამშრომლები შემდეგ მოვიდა ჩვენი ფორუმელი და ჩემი დიდხნის მეგობარი გიო_ბ ერთი ეგ ვნახე მარტო. ჩემი მიზეზების და ინტერესების გამო ვარჩიე ადრე მისვლა, შემდეგ ბევრი ხალხი იქნებოდა და ხმაურში ვერ დამაკვალიანებდნენ. გავიგე ყველაფერი, გადავხედე ფოტოებს, კარგი ფოტოები იყო ჯამში საპრეზენტაციოდ.
შემდეგ გავიგე რომ დიკარკა და ქართგრაფი (ზურიკელაც) მისულიყვნენ კიდე კაი წამოვსულვარ, ზურა ვნახე მანამდე
ნუ სულ ესაა რაც შემიძლია ვთქვა ჩემი 15 წუთიანი ყოფნის მანძილზე მომხდარის შესახებ Added @ ეს კამერა კიდე მაშინ ჯდება როცა მჭირდება, მესამეთ "მიჩალიჩებს" უკვე და მოხვდება ქეჩოში