არაა დიდი ხანი რაც ოლიმპუსმა გაისროლა პირველი ციფრული პენ-ი, მერე პანასონიკი მიჰყვა. ის კი არა უკვე მე-2 სერიაც გამოფინეს მზეზე. იქ ლაიკამ დააძახა, რაღას 4/3 ფორმატიო, აჰაა და ბარემ არასრულ-მატრიციანი სარკე-შუშაბანდიანი კამერის ზომა გული ჩავუდოთო (ნუ, დააფასა კიდეც როგორც იცის ხოლმე მაგ ფინთმა მაგან!).
ამ ყოლიფერმა შენ უყურე და კაი გნიასი გამოიწვია ფოტო-ამქარში. მითამ ახალი ნიშა-ნიკორა სჩითამსო ?- გაუბედა და იკითხა ზოგმა. არაო, სანამ ბობოლები არ გაერევიანო მაგ საქმეშიო, მანამ არც იფიქროთო. საინტერესო კი არის, დორბლმდენიც კიო, განსაკუთრებით ეს საყვარელი რეტრო სტაილინგიო.
მოკლედ, გამოხდა ხანი და პირველი ბობოლაც გამოკუსკუსდა ასპარეზზე. ეხლა, აქ ნუ დავიწყებთ ეგ რა ბობოლააო, ეგ გუშინდელი გამოჩეკილი ბახალაო, ესაო ისაო - გუშინდელია თუ დღევანდელი, იმფერი ლაჯით შემოვიდა ამქარში რო არ იქნება მაგის ისა, რა ჰქვია, ჰო, იგნორირება. სონი-ზე ვამბობ რაღა.. ჰოდა აი, ამოიღო და დადო . თან ერთი კი არა ორი დადო: "ნექს-5" და "ნექს-3":
ეხლა დიდი ქოთ-ქოთია - ადრეც კი იყო ისე, ჩვენში დარჩეს - ქენონა და ნიკორა თუ ხარშამენ ჩუმად ძვლიანსაო თავის ლაბარატორიებში. გულფანცქალა ფოტოჯეელობა ამბობს რომა არ იქნება რო არა შვრებოდნენო. რავი, მეც ეგრე მგონია - ძაან პრაქტიკული რამეა და ვერ წაუვლენ. თანაც ფული ხო უყვართ არა? მაშ როგორ?! მე პირადად რაღაი ქენონიანებში ვწერივარ, ველოდები, თან სული მიკაწკაწებს, ძაან თუ გასჭიმჭიანურეს ამათ, მანამდე ხომ არ ჩავბღუჯო ოლიკო ბიცოლა-თქო...
ჰოდა ეგრე. ეს ამდენი იმიტომა, რომა ერთი თემა კი ეკუთვნის ამ ახალ ციფრულ რეინჯფაინდერულ ჯეელებსა და გავხსნათ რაღა... და დავყაროთ ინფოები, ტესტები და თუ ვინმემ გაუბედეთ და იყიდეთ უკვე, თქვენი შეფასება-ჰაზრებიც არ დაამადლოთ ბოკესა.
იხარეთ და იმრავლეთ ამ გაგანია მაისში. ჩემკენ ცხელა, რა ვქნა.
CMOS Sensor იქნებ ვინმემ ამიხსნათ რას ნიშნავს მართალია თემასთან არააქ კავშირი მაგრამ მაინც!!!
ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.
ციფრული ფოტო-აპარატის მატრიცის ტიპია. არსებობს სულ ორი: CCD - charge-coupled device და CMOS - pronounced see-moss . ორივეს ფუნქციაა სინათლის ელექტრონებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, CMOS უმჯობესია, ვინაიდან ახალი SLR-ების უმეტესობა სულ ზემოაღნიშნული სენსორით გამოდის.
ხარისხით CCD ჯობია, უბრალოდ CMOS წარმოება უფრო იაფი ჯდება. მაგალითისთვის Leica M9 და Hasselblad H4D ორივეს CCD მატრიცები აქვთ
მადლობა.
მაღალ ISO-ზე კი CMOS ჯობნის.
For those of us that are mostly shooting at night or in low light conditions, I found out that a CCD can be most noisy. At least, the CMOS does a better job at it. As I currently shoot with a Nikon D50 I am constantly in need of shooting at ISO 1600. Allthough one can get rid of the noise in Photoshop, I am of the impression that it is better to get straight out of the camera lower noise than to mess around with it in post-processing. From what I've seen and read on the net, the Canon's CMOS does a much better job than my Nikon's CCD. I was wondering, which sensor would you prefer on you camera, as I would definetely love to see a CMOS on my (future) Nikon.