დაიწყო ყოველწლიური ფოტო ფესტივალ-კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"!
ფოტოკონკურსის მიზანია ერთი თვის განმავლობაში ბათუმი იქცეს ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა სამიზნედ. საკონკურსო ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია სპეციალურ გალერეაში 2010 წლის 7 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: http://www.photobatumi.ge
გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური,
დაიბეჭდება 50 საუკეთესო ფოტო, რომელთა გამოფენა მოეწყობა 26 მაისს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ღია ცის ქვეშ. აქვე მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთა დაჯილდოვებაც.
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო და პროფესიონალური ფოტო კამერა! ასევე, დაჯილდოვდება ინტერნეტ-გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდება ვებ-გვერზე ხმის მიცემის გზით:
I ადგილი - Canon EOS 5D II ადგილი - 1000 ლარი III ადგილი - 500 ლარი