მაქვს ზენიტ ე. ვერაფერი გამიგია. ფოკუსის გასწორება ქე ვიცი. მაგრამ ეს DIN და რაღააცეები რა არი ვერ ვიგებ.... დევს 200იანი ფირი. ექსპონომეტრის ხაზის მიხედვით ვასწორებ ხოლმე დიაფრაგმას მაგრამ მაინც ხან გადანათებული გამომდის და ხან რა გამომდის. დამეხმარეთ რო წესიერად გავიგო რა რა არი და როგორ გადავიღო... Added @ აი მაგალითად ეს ფოტო. ნისლიანი, წვიმიანი დღე იყო. 5.6-ზე მეყენა დიაფრაგმა (ობიექტივზე რო აქ ეგ) და მაინც ესეთი გადაიღო. რაღაცნაირი ყვითელია და ძალიან გადანათებული....
კი კოდაკი მედო 200იანი. ფირს რო ვუყურებ ჩაშავებულია. ესეიგი გადანათებულია. და რატო ვერ გამიგია. ესეიგი შეიძლება ფარდა ატრაკებს და ვერ ხურავს სწრაფად? შეიძლება რო სკანერის ბრალი იყოს? მარჯანისვილზე ვასკანერებ ხოლმე, კადრი 30 თეთრი ღირს. Added @ აი მაგალითად იგივე ფირია ესეც და იგივე სიჩქარე და ყველაფერი იგივე (თუმცა ცოტა ზედმეტად ნათელი მაინც არი) ხოდა ამან დამაბნია რა. ვეღარ გამიგია რისი ბრალია.... თანაც სანამ დავასკანერებდი დავაბეჭდინე ეს წინა ფოტო და იქ გადასარევი ერები ქონდა და ყველაფრი კარად იყო... ხოდა ვეღარ გამიგია რა რისი ბრალია... გავიჭედე... Added @ [attachmentid=18138]