მაქვს ზენიტ ე. ვერაფერი გამიგია. ფოკუსის გასწორება ქე ვიცი. მაგრამ ეს DIN და რაღააცეები რა არი ვერ ვიგებ.... დევს 200იანი ფირი. ექსპონომეტრის ხაზის მიხედვით ვასწორებ ხოლმე დიაფრაგმას მაგრამ მაინც ხან გადანათებული გამომდის და ხან რა გამომდის. დამეხმარეთ რო წესიერად გავიგო რა რა არი და როგორ გადავიღო... Added @ აი მაგალითად ეს ფოტო. ნისლიანი, წვიმიანი დღე იყო. 5.6-ზე მეყენა დიაფრაგმა (ობიექტივზე რო აქ ეგ) და მაინც ესეთი გადაიღო. რაღაცნაირი ყვითელია და ძალიან გადანათებული....
ესეიგი მე როგორც ამიხსნენს (სწრაფად ამიხსნეს და უაზროდ) მარჯვნივ სადაც ვაყენებთ ISO-ს როცა 200 ზე მიყენია და სიჩქარე 500-ზე ექსპონომეტრის მიხედვიტ ვატრიალებ რგოლს და ექსპონომეტრის ხაზს ვუსწორებ. ამის მიხედვიტ ვასწორებ მერე ობიექტივზე რო აქ დიაფრაგმას. ანუ ვთქვათ განათებამ ექსპონომეტრზე მიმაყვანინა რგოლი 5.6ზე მეც ობიექტივზე ვაყენებ 5.6 დიაფრაგმას. ანუ როგორც ამიხსნეს გადაღებაზე მარტო ობიექტივი მოქმედებს და ეგ რგოლი (მარჯვნივ სადაც ISOა) მხოლოდ დამხმარეა დიაგრამისთვის. სწორია? თუ გადაღებაზე მაგასაც აქვს რამე მნისვნელობა?