მაქვს ზენიტ ე. ვერაფერი გამიგია. ფოკუსის გასწორება ქე ვიცი. მაგრამ ეს DIN და რაღააცეები რა არი ვერ ვიგებ.... დევს 200იანი ფირი. ექსპონომეტრის ხაზის მიხედვით ვასწორებ ხოლმე დიაფრაგმას მაგრამ მაინც ხან გადანათებული გამომდის და ხან რა გამომდის. დამეხმარეთ რო წესიერად გავიგო რა რა არი და როგორ გადავიღო... Added @ აი მაგალითად ეს ფოტო. ნისლიანი, წვიმიანი დღე იყო. 5.6-ზე მეყენა დიაფრაგმა (ობიექტივზე რო აქ ეგ) და მაინც ესეთი გადაიღო. რაღაცნაირი ყვითელია და ძალიან გადანათებული....
ესეიგი სიჩქარე გქონდა დაბალზე, მანდ მარტო DIN წერია ? ეგ DIN ი არის მგრძნობელობია გერმანული სტანდარტით, ანუ ფირი თუ 200 ისო იანია მაშინ სადღაც 27 დინზე უნდა დააყენო...
რა ფირი გიდევს, კოდაკი ?
ტაკ, კიდე, მოკლედ გეტყვი რაგაცეებს, თუ კარგი ამინდია მზეცაა გრუბელიცაა და კარგი განათებაა, არა გადაჭარბებული მაშინ სიჩქარეს ვაყენებთ 125 დაახლოებით და დიაფრაგმა 5.6, თუ მეტად მოგრუბლულია, მაშინ გავხსნით დიაფრაგმას, და თუ ღრუბელი არაა, მაგ. ზღვაზე ხარ პირიქიტ ვხურავთ დიაფრაგმას, რა თქმა უნდა სიჩქარეც ცოტა უნდა ათამაშო აქეტ იქით.