მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ პაატა დვალაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალვრი გეოგრაფიაში, ეს ზოგადად თუმცა სპეციალობით კარტოგრაფ-გეოინფორმატიკოსი გახლავართ აბააა.... ნამუშევარი მაქვს არაერთ თემატიკურად განსხვავებულ რუკაზე, როგორც უშუალოდ მე გამიკეთები ასევე სარედაქციო სამუშაოებიც განმიხორციელებია; ამჟამად ვაბარებ მაგისტრატურაში ზემოაღნიშნულ სპეციალობზე; ხო რაც შეეხება ფოტოგრაფიას ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, ეს ინტერესი კი ბავშობიდან იღებს სათვაეს, როცა ხელში პირველად ავიღე ლომო-ს ფირმის ფოტოაპარატი (მგონი სწორად ვწერ, ), შემდეგ სხვა ინტერესბმაც იმძლავრა ჩემში და ფოტოგრაფიას ცოტა ზურგი ვაქციე, მაგრამ ეხა დარწმუნებით ვიცი რომ ეს არის ის რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს თავისუფალ დროს....... სხვა ინტერესები: ალპინიზმი (მოვლილი მაქვს სვანეთის, რაჭის და ყაზბეგის კავკასიონის მონაკვეთები), დიზაინი,ოღონდ კარტოგრაფიული, 3D რუკები და ანიმაციური კარტგამოსახულებები..............