პროკრედიტ ბანკი განაგრძობს თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდამჭერ პროექტს “ProArt”.
პროექტში მონაწილეობას ნებისმიერ დაინტერესებულ ფოტოხელოვანს გთავაზობთ. წარმოადგინეთ ნამუშევრები შემდეგ თემებზე:
* საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება; * გარემოს დაბინძურება საქართველოში; * საქართველოს საზოგადოებრიობა; * მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფოტოგრაფის ობიექტივით; * სოფლის მეურნეობა საქართველოში; * ბავშვები საქართველოში; * კულტურა საქართველოში.
ნამუშევრები გამოიფინება პროკრედიტ ბანკის ფილიალებში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტოკატალოგი, რომელიც თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ გადაეცემა.
დაინტერესების შემთხვევაში: 1. აირჩიეთ ერთი, რამდენიმე ან ყველა თემა, სურვილისამებრ. 2. გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია და 3. ფოტონამუშევრები (არჩეული თემების მიხედვით, ელექტრონული ფორმით, მცირე რეზოლუციით)
აღნიშნული მასალები გამოგზავნეთ: 30 აპროლამდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე proart@procreditbank.ge ან მოიტანეთ პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 154. კონვერტზე მიუთითეთ ProArt. რეგიონებიდან: გთხოვთ მასალები მიაწოდოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალს თქვენს ქალაქში ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: proart@procreditbank.ge
მოგესალმებით, გვიხარია რომ ჩვენმა პროექტმა ინტერესი გამოიწვია
Nikoloz Mameishvili, მხარდაჭერაში იგულისხმება ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში, რაც გარკვეულწილად მათი ცნობადობის გაზრდას გულისხმობს. პროექტის ბოლოს დაიბეჭდება ფოტო-კატალოგი, სადაც შევა მონაწილეთა მოკლე ბიოგრაფია-საკონტაქტო ინფორმაცია და ნამუშევრები. ვფიქრობთ ამ პროექტით ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ხელოვნების ამ დარგის განვითარებაში.
ეს პროექტი 2007-2008 წლებში მხატვრებს დაეთმოთ, მონაწილეობა მიიღეს როგორც დამწყებმა, ასევე საკმაოდ ცნობილმა მხატვრებმა. პროექტს დიდი წარმატება ხვდა წილად. მხატვრების პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხდა. ასევე უკრაინის პროკრედიტთან ჩატარდა გაცვლითი გამოფენები . გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი. პროკრედიტ ბანკი დღესაც განაგრძობს ამ მხატვრებთან ურთიერთობას.