მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
მე ვარ შოთა კამკამიძე ახალი დარეგისრირებული ვარ, ჩემი ჰობია : ფოტოგრაფია , off-road, ვარ აბიტურიენტი, ვარ (ჯერ) მოყვარული ფოტოგრაფი და მინდა უფრო კარგად ავითვისო ეს საქმე, ამაში თქვენი იმედი მაქ რამოდენიმე ფოტო მაქ შერჩეული დასაწყისისთვის და ახლო მომავალში დავდებ და თქვენი კომენტარების და შესაბამისად ვეცდები დავხვეწო,გავაუმჯობესო ჩემი ფოტოები.