ფოტოკონკურსი - ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი” ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მუშაობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და საზოგადოების ჩართვაზე პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას და პროექტს, მათ შორის პროექტს: ,,საქართველოში უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია”, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდი (FIA Foundation), კომპანია BP), რომლის ფარგლებში ცხადდება ფოტოკონკურსი 8 იანვრიდან 10 თებერვლამდე, სახელწოდებით: ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი!”. კონკურსის მიზანია, რომ უფრო პოპულარული გახდეს უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კულტურა საქართველოში და მასში ჩაერთონ ახალგაზრდა მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო ფორმით აჩვენებენ ამ საკითხს. კონკურსანტები თავისუფალნი არიან გადაწყვეტილებაში ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში ან რა ფორმით შეასრულებენ ნამუშევარს. ფოტოს მთავარი გზავნილი: • უსაფრთხოების ღვედი იცავს ადამიანს და მისი გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომაც, დაიზღვიე ბედი და შეიკარი ღვედი!
საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ექსპოზიცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში დამთვარიელებლების წინაშე, ხოლო მათ შორის შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთათვისაც დაწესდება სპეციალური პრიზები. ასევე, საუკეთსო ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა პლაკატებად, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდება ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში. კატეგორიულად იკრძალება ინტერნეტში მოძიებული მასალების (ფოტოები, პოსტერები და ა.შ.) გამოყენება კონკურსის ფარგლებში. კონკურსი გულისხმობს ახალ იდეას, რომელიც იქნება საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის. გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. საპრიზო ადგილები: I ადგილი - Notebook; II ადგილი - Ipod touch; III ადგილი - Ipod nano; დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები (jpg. ფაილი 150 kb.) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@safedrive.ge იხილეთ ჩვენი საიტის მისამართი: www.safedrive.ge
კარგს მტქმელს კარგი გამგონი რომ უნდა მაგაზე 2 აზრი არაა მარა როდესაც მიდის ღია ლაპარაკი ეს ჩემი ერთერთი (კარგი თუ ცუდი) თვისებაა მიყვარს დაწვრილებით ლაპარაკი ეს ახსნა იქნება განმარტება თუ რაცარუნდა იყოს მაგრამ მაინც ასე მგონია ჩემი ნათქვამი რომ აღმოჩნდა თათას პოსტის ქვეშ მან იგულისხმა რომ ეს პოსტი მას ეხებოდა
თავის დაცვა აქ არაფერ შუაშია უბრალოდ მან მითხრა
QUOTE
მემგონი ზოგადად არ წერდი და ახლა უბრალოდ უკან დაიხიე
<<< აი ამის გამო დავწერე 1 ხელ და გასაგებად რომ მასე არ ყოფილა