IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“
არასამთავრობო ორგანიზაცია სთეფ ფორვარდი „თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ პროექტის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურს თემაზე „ჩვენ ვცხოვრობთ ერთად“. ფოტოკონკურსის მიზანია წარმოაჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოტო-კლუბ ბოკეს წევრებს. ფოტოკონკურსით დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ფოტოები 2009 წლის 10 მაისიდან 2009 წლის 27 მაისის ჩათვლით უნდა ატვირთონ, ფოტოკლუბ ბოკეს ფორუმზე გახსნილ სპეციალურ საკონკურსო გალერეაში არსებული ლიმიტების ფარგლებში.
2009 წლის 28 მაისიდან 2009 წლის 31 მაისამდე საკონკურსო გალერეაში ატვირთულ ფოტოებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ფოტოკონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის და ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან.
ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილი პირველი 20 ყველაზე რეიტინგული ფოტოს ავტორებმა, 2009 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით გამარჯვებული ფოტოები A3 ფორმატში უნდა გამოგზავნონ შემდეგ საფოსტო მისამართზე adjaraphoto@gmail.com
გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება ქ. ბათუმში 2009 წლის 14 ივნისს.
პირველ სამ ადგილზე გასული ფოტოების ავტორთათვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
I ადგილი - 170 ევრო II ადგილი - 130 ევრო III ადგილი - 100 ევრო
ფოტოკონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას გამარჯვებული ფოტოები გამოიყენონ არაკომერციული მიზნით (ბილბორდი, პოსტერი, ბროშურის ან წიგნის ყდა, ა.შ.).
გაითვალისწინეთ, რომ განთავსებული ფოტოსურათები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსო მიზნებს. ფოტოები რომელიც არ შეესაბამება საკონკურსო მიზნებს წაიშლება საკონკურსო გალერეიდან.
პროექტი ხორციელდება ევრო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებით ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის სასურველ კითხვებზე მიიღებთ ამ თემაში.
ლალალა Added @ ფოტო კონკურსი ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მუშაობს საქართ[ელოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული საკითხების პოპულარიზაციაზე და საზოგადოების ჩართვაზე პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას და პროექტს, მათ შორის პროექტს: ,,საქართველოში უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია”, რომლის ფარგლებში ცხადდება ფოტოკონკურსი 8 იანვრიდან 10 თებერვლამდე, სახელწოდებით: ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი”. კონკურსის მიზანია, რომ უფრო პოპულარული გახდეს უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კულტურა საქართველოში და მასში ჩაერთონ ახალგაზრდა მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო ფორმით აჩვენებენ ამ საკითხს. კონკურსანტები თავისუფალნი არიან გადაწყვეტილებაში ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში ან რა ფორმით შეასრულებენ ნამუშევარს. ფოტოს მთავარი გზავნილი: • უსაფრთხოების ღვედი იცავს ადამიანს და მისი გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომაც, დაიზღვიე ბედი და შეიკარი ღვედი!
საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ექსპოზიცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში დამთვარიელებლების წინაშე და მათ შორის შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთათვისაც დაწესდება სპეციალური პრიზები. ასევე, საუკეთსო ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა პლაკატებად. I ადგილის - Notebook; II ადგილის - Ipod touch; III ადგილი - Ipod nano;
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები (jpg. ფაილი 150 kb.) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@safedrive.ge იხილეთ ჩვენი საიტის მისამართი: www.safedrive.ge