მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი - missinggio (სურვილი მაქვს სხვა ნიკი მქონდეს ამჯერად) 2. სახელი, გვარი - გიორგი წოწკოლაური 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ვებ დიზაინერი (ისე ყველაფერს ვარ მოდებული ძუძუების დაზელვის გარდა) ამჯერად ვმუშაობ დიზაინერად ერთერთ გამომცემლობაში და ასევე ერთერთ სკოლაში : ) (ხო სამხატვრო აკადემიაში-ც ვსწავლობ თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მეგობრების გარდა რამე შემძინა ამ სასწავლებელმა) : ) 4. ჰობი - ძილი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - იიიიი აჰათ : ))) 895 53 99 33 (აზრი?) 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":) - დასაოჯახებელი /:)
სხვა თუ რამე გაგახსენდეთ, თქვენც დაამატეთ - დღეს ჩემი bday-ა და მაგარ ხასიათზე ვარ, არასდროს ვყოფილვარ ესეთ ხასიათზე მითუმეტეს ჩემს დაბადების დღეზე : ) წიგნი გამოვიდა ჩემი გაკეთებული ყდით და ასევე ჩემივე გადაღებული ვიდეოარტიც გავიდა რუსთავზე და გამისწორდა : ) ჯამში იო დღეა : )