BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> Miroslav Tichý, ღვინო, კამერა, ქალები

| |
Guja
post Nov 28 2009, 02:09
#1 
Club Founder

Master Master
14,574


რა კარგი რამ არის ინტერნეტი (ალბათ ცუდიც, მაგრამ უფრო კარგი). ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი ერთი ჩეხი კაცის ისტორიას. მაშინვე გამახსენდა ერთი ძველი მონათხრობი.
დიდი ხნის წინ 80 იანებში (მოსკოვში) კამერებზე საუბრის დროს ერთმა კაცმა მოყვა თუ როგორ შეხვდა ჩეხეთში ერთ გადარეულს, რომელიც თავისი ხელით გაკეთებული კამერით იღებდა ფოტოებს. ჯერ ის კაცი უბრალოდ გიჟი ეგონა, ჩამოხეულ-ჩამოკონკილი, დაუბანელ-გაუპარსავი, გაბრუჟებული მთვრალი ან პერმანენტულ “პახმელიაზე” მყოფი გამომეტყველების ადამიანი ბინძური კარტონებიდან გაკეთებული კამერის მსგავსი რაღაცით იღებდა ქუჩაში “ფოტოებს”. ვერ მოუთმენია მისულა და უკითხავს, ეგ რა არის რას აკეთებო. იმასაც ღრენით უპასუხია (გაუგზავნია რა) და გაცილებია იქაურობას. მერე გაუგია იმ კაცის სახელი და ისიც, რომ მართლა ფოტოებს იღებდა, მართალია ზოგი გიჟათ თვლიდა და ზოგიც კიდე გენიოსად, მაგრამ ფოტოებს მართლა იღებდა და თავადვე ბეჭდავდა თავისივე ხელით გაკეთებული საბეჭდი მოწყობილობით. თქვენ წარმოიდგინეთ ლინზაც საკუთარი კონსტრუქციის და საკუთარი ხელით გაპრიალებული გამჭირვალე პლასტიკიდან ქონია გაკეთებული. ფოტოებს მხოლოდ თავისთვის იღებდა, უზომოდ უყვარდა ისინი და მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ბეჭდავდა.

იმ კაცის სახელია მიროსლავ ტიხი (Miroslav Tichý)








მიროსლავ ტიხი დაიბადა 1926 წელს მორავიაში სოფელ ნეტჩიცეში ბრნოს მახლობლად. 1945 დან 1948 წლამდე სწავლობდა პრაღის სამხატვრო აკადემიაში ფერწერას. 1948 წელს დააპატიმრეს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ქმედებებისთვის. 8 წლიანი კატორღის შემდეგ ის არავისთვის აღარ იყო საჭირო, არც სამუშაო არც მეგობრები, ხალხი ერიდებოდა კაცს რომელიც ღიად აკრიტიკებდა კომუნისტების რეჟიმს. ( რა ხასიათზე უნდა დამდგარიყო ასეთი კაცი რუსულ მიმართვას რომ გაიგონებდა DDDD.gif). ბოლო ბოლო მაწანწალად იცნობდენ, კაცად რომლისთვისაც არანაირი წესი ან ქცევის ნორმა არ არსებობდა. მისი პროტესტი სოციალური ფასეულობების სრულ უგულველყოფაში გამოიხატებოდა.
ის დადიოდა ქალაქში და თავისივე გაკეთებული კამერით იღებდა ფოტოებს, უღებდა როგორც წესი ქალებს, ნორმაც დაუწესებია 100 ფოტო დღეში. მერე ბეჭდავდა, აწებებდა კარტონზე, აფორმებდა ჩარჩოებს, ფოტოებსაც კი ხშირად ფანქრით ამთავრებდა. მისი სახლი გავსებულია იმ ფოტოებით.
ძალიან დიდი ხნის მანძილზე მისი ნამუშევარი არც არავის არ ენახა, რადგან ტიხი მხოლოდ თავისთვის იღებდა და არც არანაირი სურვილი ქონია სხვისთვის გაეზიარებია დანახული და შემდეგ გადაღებული. ლოთობდა და იღებდა. ეს ერთადერთი რამ არის რაც ამ კაცს უყვარს. დანარჩენი ყველა და ყველაფერი მძულსო ამბობს თვითონ ინტერვიუში.
როგორც ჩანს მაინც მიიღო ერთ კონკურსში მონაწილეობა რადგან მოიგო "New Discovery Award" რის შემდეგადაც გახდა ცნობილი. ის არცერთ თავის ფოტოგამოფენაზე არ ყოფილა და ამბობს თუ ვინმეს სურს მისი ფოტოების ნახვა მივიდეს მასთან და სიამოვნებით ანახებს. ალბათ თვითონ არც უოცნებია ფოტოების გაყიდვაზე, მაგრამ ზოგ მის ნაშრომში 12000 ევრო არის გადახდილი. თვითონ ეს არ აინტერესებს, ფულიც არ ჭირდება. ცხოვრობს მარტო თავის ფოტოებთან ერთად.






































 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
Mano Svanidze
post Nov 28 2009, 12:29
#2 

Amateur Amateur
2,750


სულ რამდენიმე კვირაა რაც ამ ფოტოგრაფის შესახებ გავიგე : )))
ძალიან საინტერესო ვინმეა : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Guja   Miroslav Tichý   Nov 28 2009, 02:09
User-Nikala   მაგარი კაცია : ))   Nov 28 2009, 10:52
Archer   მაგასაც ქალები ყვარებია :D   Nov 28 2009, 11:15
User-Nikala   ეხლა დავფიქრდი და ალბათ ქალებს,რომ უღ...   Nov 28 2009, 11:53
Lasha Palavandishvili   ძალიან საინტერესოა. კამერა... შეიძლება...   Nov 28 2009, 12:39
Avtandil Mamulia   Mano Svanidze უცნაური.com იდან გაგანთავისუფლეს ...   Nov 28 2009, 12:39
Mano Svanidze   ავთანდილ მამულია :blink: ეხლა შევედი მაგ ...   Nov 28 2009, 13:55
dave   ბიოგრაფია ოფიციალურ საიტიდან: "After study...   Nov 28 2009, 14:21
Kapo   http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=13719   Nov 28 2009, 21:48
Guja   Kapo, მეწყინა, რომ ეგ თემა არ მინახავს გა...   Nov 29 2009, 01:17
Davit Gholijashvili   ფოტოგრაფი ამას ქვია!   May 17 2010, 22:24
DaNi   ძალიან კარგია, ადრე წავაწყდი ამ კაცზე ...   May 18 2010, 15:16


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th July 2025 - 20:01

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'