ალბათ უკვე იცით ეს ამბავი, მაგრამ თემა არ იყო და ვიფიქრე დავაგდებ-მეთქი.
ოლიმ ციფრული პენ-კამერა გამოაგდო. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. ოლის ციფრული ზერკალკების მატრიცით და... უსარკო. შესაბამისად, მომცრო, პრაქტიკული და შემძლე, სერიოზული ხარისხის ფოტოების მისაღებად.
მახასიათებლების ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ნეტში ოხრადაა დიპრევიუზეც და ფოტო.ნეტ-ზეც. უამრავი საინტერესო რამეა, 12 მეგაპიქსელითა და სტაბილიზაციით დაწყებული.
სერიოზული განაცხადია. მე პირადად ხელები ამქავდა, ვფიქრობ მოვითმინო სანამ გაიტესტება და საერთოდ, შემდეგი მოდელის გამოსვლამდე თუ ვეცე უკვე.
არა კი კარგი რაღაცააა მაგრამ მე სადაც შემხვედრია ძირითადად 14-42 ზუმთან ერთად იყიდება და ეგეთი ზომის ობიექტივთან ერთად აზრი ეკარგება ასეთ აპარატს, ოდნავ პატარა გამოდის ოლიმპუსის სარკულებზე. უნდა გააკეთონ რამე პატარა მაგრამ მკვეთრი 1.4 ანი ან 1.7 ანი, ან 1.8 -ანი სადღაც ფირის ექვივლანტურად 35სა და 45მმ შორის და მაშინ იქნება ის რაც ჩაფიქრებული ქონდათ, და პატარა თანდაყოლილი გასაჭყეტიც არ აწყენდა