ალბათ უკვე იცით ეს ამბავი, მაგრამ თემა არ იყო და ვიფიქრე დავაგდებ-მეთქი.
ოლიმ ციფრული პენ-კამერა გამოაგდო. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. ოლის ციფრული ზერკალკების მატრიცით და... უსარკო. შესაბამისად, მომცრო, პრაქტიკული და შემძლე, სერიოზული ხარისხის ფოტოების მისაღებად.
მახასიათებლების ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ნეტში ოხრადაა დიპრევიუზეც და ფოტო.ნეტ-ზეც. უამრავი საინტერესო რამეა, 12 მეგაპიქსელითა და სტაბილიზაციით დაწყებული.
სერიოზული განაცხადია. მე პირადად ხელები ამქავდა, ვფიქრობ მოვითმინო სანამ გაიტესტება და საერთოდ, შემდეგი მოდელის გამოსვლამდე თუ ვეცე უკვე.
ჟენევაში ვიყავი ახლახანს და გავეთამაშე მაღაზიაში ოლინკას. 17მმ არ ჰქონდათ ჯერ და ზუმით იყიდებოდა 1200 ფრანკად (ჩათვალე დოლარად, თითქმის ერთია). არ ვიცი, არ ვიცი... აგერ თან უკვე EP-2 გამოაგდეს უკვე.