ინტენრეტ პორტალი Photography Bay-ს აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც მიღებული აქვთ Canon 1D Mark IV ერთ-ერთი ბეტა ტესტერისგან.
ახალ აპარატის მატრიცის კროპ-ფაქტორი შეადგენს 1,3, და მას შეუძლია 16 მეგაპიქსელიანი გამოსახულების მიღება. sRAW1 ფორმატში გადაღებისას კი სურათის გარჩევადობა იქნება 8 მეგაპიქსელი. აპარატის ISO მგრზნობელობა მოიცავს დიაპაზონს 50-დან 26500-მდე. ამავე დროს ითვლება, რომ ISO 3200 დროსაც გამოდის ძალიან "სუფთა" გამოსახულება. სერიის გადაღების სიჩქარეში Canon 1D Mark IV არის ოდნავ უკეთესი 1D Mark III-ზე.
ბეტა-ტესტერები ასევე აღნიშნავენ ავტო-ფოკუსის გაუმჯობესებას, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს დაბალი განათების დროს. LiveView AF რეჟიმი ასევე მოსახერხებელია გადაღებისას, თუმცა სპორტული ღონისძიებების და სხვა სწრაფად ცვალებადი სცენების გადაღებისას ის არ არის გამოსადეგარი.
1D Mark IV ისევე როგორც 5D Mark II-ს შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაღება (1920 х 1080 პიქსელი). სიახლეს ასევე გააჩნია 3'' დიუმიანი ეკრანი.
1D Mark IV გააჩნია გაუმჯობესებული ერგონომიკა და ტესტერების სუბიექტური აზრით მუშაობს უფრო სწრაფად. წინასწარი მონაცემებით აღნიშნული აპარატი გამოვა გაყიდვაში 2009 წლის აგვისტოში.
ქენონმა ყველაზე ადრე დადო ფულფრეიმი და მერე 5D-ც დააძახა 2500 დოლარად. ასე რომ 1,3 კროპს სხვა გამართლება რომ არ ჰქონდეს გარდა ტექნოლოგიის სიძვირისა, არ შეინარჩუნებდა. ჩემი მოკლე ჭკუით მთავარი მიზეზი ერთია: კროპი ერთობ სასურველი ვინმეა ს პ ო რ ტ ი ს ფოტოგრაფირებისას, ასევე ცხელ წერტილებში მომუშავე ფოტოგრაფებისთვის - ანუ, როცა "დალნაბოიშჩიკ" ლინზას იყენებ და კროპი კიდევ უფრო გიმოკლებს დისტანციას. აბა, როგორია 300მმ ობიექტივი რომ უცბად თითქმის 400-იანი ხდება?
ამავე დროს 1,3 კროპი არც იმხელაა, რომ ფართოკუთხიანი ობიექტივების გამოყენებაში მთლად უვარგისი გახადოს კამერა. მაგალითად, 17-40მმ თუ მიაყენებ, 22მმ დაგიჯენს და მეტი რა გინდა ვეჟო?
მორალი: პრაქტიკულია 1,3 რეპორტაჟნიკებისთვის: 2 ცალი 1D, ერთზე ფართე კუთხე, მეორეზე კი ტელევიკი და დაჰკა დოლი! Added @ პ.ს. ანუ ნიკოლოზს ვეთანხმები: ოპტიმალური დიაპაზონია ამ საქმეში. უბრალოდ გაშლილ-გაფართოებულად გამოვსთქვი რა ეს ყველაფერი