ალბათ უკვე იცით ეს ამბავი, მაგრამ თემა არ იყო და ვიფიქრე დავაგდებ-მეთქი.
ოლიმ ციფრული პენ-კამერა გამოაგდო. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. ოლის ციფრული ზერკალკების მატრიცით და... უსარკო. შესაბამისად, მომცრო, პრაქტიკული და შემძლე, სერიოზული ხარისხის ფოტოების მისაღებად.
მახასიათებლების ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ნეტში ოხრადაა დიპრევიუზეც და ფოტო.ნეტ-ზეც. უამრავი საინტერესო რამეა, 12 მეგაპიქსელითა და სტაბილიზაციით დაწყებული.
სერიოზული განაცხადია. მე პირადად ხელები ამქავდა, ვფიქრობ მოვითმინო სანამ გაიტესტება და საერთოდ, შემდეგი მოდელის გამოსვლამდე თუ ვეცე უკვე.
ჩემო მიშელ, კაცის გული რო უძღომელია და თვალი კიდე იმაზედ მეტად, ეგ რა ახალი ამბავია? მაგრამ მთლად მაგაშიც არაა საქმე: ამ კლასში ჯერ პირველი ნაბიჯები იდგმება, ჰოდა ჩვენც ეგა გვტანჯამს, რომა, ხო იცი რო, ჰა და ჰა, წელიწადის თავზე ემაგ პრევიუ-რევიუებში რო მინუსები უწერიათ ამ კამერებს, მაგეებს გამაასწორებენ, კიდე რაღაც-რუღაცეებსაც წაუმატებენ და ავდუღდებით ჩვენცა, ე მამამძაღლი, დამეხანებინა ცოტა, რას ავპინტრიშდიო. მანამდე კი ჭკვა გეუბნება არაო, გული კიდე - ჰა, ვერან, რაღას უცდიო. ეგ არი რა..
პ.ს. აპს მატრიცა მინდა სმოს-ის, ვიზირი, სულ პაწუკა ინტეგრირებული ფლეში საჯანაბოდ, ფასი ერთი ლინზით 1000-1100 მწვანემდე და მე მზადა ვარ ჩავბღუჯო!