ესეიგი ყოველთვის მაწუხებდა ეს შეკითხვა რატომ იღებ ფოტოს? ხომ შეიძლება დაისვას შეკითხვა რატომ დაიბადე ან რამე ესეთი? მე კიდევ მაინტერესებს რატომ იღებ ფოტოს მე თავს ფოტოგრაფს ნამდვილად ვერ ვიწოდებ მაგრამ როდესაც ფოტოს ვიღებ ვწყნარდები, ეს ჩემთვის იგივეა რაც სხვისთვის მაგალითად დღიურების შევსება, შეიძლება ფროფესიონალი არ ვარ და ბევრი რამ არ ვიცი ამ სფეროში კი არა და საერთოდ არაფერი მისწავლია მაგრამ როცა რაღაც ემოციებით ვარ დატვირთული ამის ხმამაღლა თქმას მირჩევნია ერთი ფოტო გადავიღო და უბრალოდ ჩუმად ვიყო ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, სხვისი აზრი საკუთარ გრძნობებზე როცა საკითხი ფოტოგრაფიას ეხება
იმიტომ ვიღებ, რომ მანიაკალური სურვილი მაქვს ხოლმე რაღაც სამუდამოდ გავაშეშო და ასე დავტოვო. \ ხოოოდა რადგან არც ჯადოქარი ვარ და არც რომელიმე მუტანტი X ადამიანებიდან ისღა დამრჩენია სურათი გადავიღო : X