რამდენი ხანი მინდა უკვე სადმე რომ წავიდეთ... ექსკურსიის სახე მივცეთ ამ ყველაFერს ან რავიცი... მართალია ახლა ცუდი ამინდებია მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება? თან მანამდე შეგვიძლია ადგილიც მოვიFიქროთ ერთად და დღეც შევარჩიოთ რომ მოსახერხებელი იყოს... უFრო კვირა დღე ალბათ...
მშვენიერი იდეაა,კიკეთში მეც ვიცი ერთი ძალიან მაგარი ადგილი მარა იქ შეზარხოშებული ხალხის ყოფნა ცოტა აპასნია,შეიძლება გაშალონ ფრთები ზოგზოგიერთებმა : ))) ასე რომ თქვენ რაც იცით იქ წავიდეთ. ამაზე კარგ ვარიანტს ეხლა ვერაფერს მოვიფიქრებთ,ახლოსაა და მშვენიერი ბუნებაა. ხოდა ისე დროს რაც შეეხება,ამ კვირას რომ გავაკეთოთ კარგი იქნება,სინოპტიკოსების პროგნოზებით 2-დან 7-მდე გასტანს კარგი ამინდები,ასე რომ იქეთ კვირას უკვე ცუდი ამინდი იქნება. 3 დღე გვაქვს დასაგეგმად,მემგონი პრობლემა არ იქნება,აბა ჩავეწეროთ წამომსვლელები. თანხას რაც შეეხება ვფიქრობ 15-20 ლარი საკმარისია,უფრო 15 იმიტომ რომ კიკეთი შორს არაა და ბევრი ბევრი საწვავი არ დაგვჭირდება,მარა მაგაზეც შევიძლია აქვე მოვილაპარაკოთ.