ფოტოებს ვიღებდი რეპორტაჟისთვის, საკმაოდ ბევრი ფოტოს გადაღების შემდეგ ერთ-ერთ ფოტოზე კადრი ჩამიბნელა, ანუ შუქი შედის ნახევარ კადრზე და ნახევარი ჩაბნელებულია რაიმე მატრიცის პრობლემა ხომ არ იქნება? ობიექტივის ვიფიქრე მაგრამ სხვა ობიექტივითაც რომ გადავიღე იგივე შედეგი მომცა
შემდეგ მოვსინჯეთ ობიექტივის გარეშე ანუ მატრიცა როგორ აღივამდა და უმეტეს კადრზე არ მიკეთებდა ჩაბნელებას ანუ შუქს ღებულობდა... მაგალითისთვის დავდებ ეხლა ფოტოებს და იქნებ რაიმე მიხვდეთ Added @
ისე შათერი გასაწმენდი მქონდა და შეიძლება ამის ბრალი იყოს რაც არ უნდა სასაცილო იყოს
Guja, ეხლა დავხედე სარკეს მზის შუქზე და აი როცა პირდაპირ მზე ანათებს სარკეზე ძლივს შევამჩნიე დიდი ლაქა, აი უფრო თითის ანაბეჭდის მაგვარი რომ წარმოიდგინო რა მაგრამ თითი სარკეზე არ მიკარებულა საერთოდ, არვიცი რისგან არის ეს ლაქა
ესეთი შემთხვევა იყო რა, ვიღებ ფოტოებს და უცებ ერთ-ერთი შემდეგი ფოტოს დროს ბრახ და ჩააშავა კადრი, ანუ ან რამე რომ შემეცვალა ან ობიექტივი მომეხსნა და თითი ან რამე მიკარებულიყო ესეთი რამეც არ მომხდარა
გაწმენდა ხო არ ვსინჯო? უნდა მოვსინჯო რა სხვა ვარიანტი არა მაქვს ისე ეს ლაქა ზუსტად ისეა როგორც კადრზეა ჩაბნელებული რა ანუ მაგის მიხედვით არ ტარდება ზუსტად შუქი