ის, რომ შენ შენს საკუთარ კომპიუტერში გადმოიწერ დარღვევა არაა. ის რომ სენ შენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს აჩვენებ არც ეგაა დარღვევა. ავტორი იმიტომ დებს ამ ფოტოს საჯარო საიტზე, რომ ხალხმა ნახოს. მაგრა როდესაც შენ ავტორის უკითხავად ამ ფოტოს უკვე სხვა, მეორე საჯარო საიტზე ათავსებ ესაა დარღვევა. კანონი არცერთ შემთხვევაში არ მოდის წინააღმრდეგობაში ამ მიმართულებაში ადამიანის სუბიუექტურ შეხედულებებთან საავტორო უფლებების შესახებ. და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ის კანონი პირველ რიგში სწორედ მაგ ავტორების უფლებებს იცავს, სესაბამისად აქ ავტორების სუბიექტივიზმი არის პირველ პლანზე წამოწეული. მე რომ ვარ ავტორი, ემე ნებისმიერ სიტუაციაში ვიტოვებ უფლებას ვუჩივლო ან არ ვუჩივლო, მოვთხოვო კომპენსაცია ან არ მოვთხოვო. ადამიანი რომ მოკლა და ოჯახმა არ უჩივლოს, მკვლელს მაინც დაიჭერენ. ვინმემ რო ჩემი ფოტო მოიპაროს თუ მე არ მოვითხოვს არავინ არაფერს ეტყვის.. ესაა მტავარი განსხვავება. ავტორი სრულ უფლებას იტოვებს სუბიექტურობისა და ეს კანონში გათვალისწინებულია. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ფოტოს საფასური გამოითვლება ავტორის მიერ დასახელებული თანხიდან, ანუ რაც უღირს ავტორს ეს ნამუშევარი და არა იმის მიხედვით თუ რა შეიძლება ღირდეს. ნუ რა თქმა უნდა რეალურობის ფარგლებში