IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი
რადიო თავისუფლება აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს. ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.tavisupleba.org
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ნამუშევრებს საგანგებო გამოფენისთვის, მათ შორის სამი საუკეთესო კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
პირველი პრემია 1500 ლარი მეორე პრემია 1000 ლარი მესამე პრემია 500 ლარი
ნამუშევრებს შეაფასებენ რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებიც. მათი რჩეულისთვის დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი 300 ლარის ოდენობით.
რადიო თავისუფლება გთხოვთ, ნამუშევრები გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.photo@gmail.com ნამუშევრებს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
20 სექტემბრიდან ჩვენს ვებსაიტზე (ამავე გვერდის კომენტარებში) კენჭისყრის მეშვეობით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საუკეთესო სურათების შერჩევაში.
რა შუაშია პოლიტიკა და ხელოვნებაო.. და ბლა ბლა და ბლა და ბევრი ბლა კიდევ..
ფოტოგრაფია არ არის მარტო ნიუ და არ არის მარტო პეიზაჟები. არის კიდევ დოკუმენტალისტიკა და კიდევ ერთი ორი რაღაც რა ჟანრი რომ ჰქვია მოკლედ.. მე რავი არ მინახავს მსოფლიოს წამყვან პოლიტ ნიუსებს თან ფოტოები არ ერთვოდეს. და რა გინდათ რომ თქვათ რომ ის ფოტობი, რომლებიც ამ გამოცემების ყდებს ამშვენებენ, რახან პოლიტ ჟურნალებია, ბანძი ფოტოებია და "ბრტყელი" ფოტოებია? და პოლიტიკის "ბინძური სუნი" უდის? რა სისულელეა. პოლიტიკა და ფოტოგრაფია არის ძალიან გადაჯაჭვული სფეროები და ამაზე რომ ვინმე კამათობს მაგარი ღადაობაა...
ახლა რაც შეეხება კონკურსს: არამგონია რადიო თავისუფლება ვინმეს მარიონეტი იყოს, ყოველშემთხვევაში აქამდე არ შემიმჩნევია მე მსგავს ქმედებას სჩადიოდეს. კონკურსი თუ პოლიტიკურ ელფერს ატარებს ესე იგი გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც ეხება პოლიტიკას ან, სადაც ნაჩვენებია ისეთი პოლიტიკა, როგორსაც მოითხოვენ იმ მომენტში: ასეთ შემთხვევაში ვერ "დაიჩაგრება" კარგი ფოტო. იმიტომ რომ ის ფოტო რომელიც გაიმარჯვებს ჟიურის მოთხოვნებს, დააკმაყოფილებს, ის იქნება "კარგი". როდესაც ასეთი სათაური აქვს კონკურსს, იქ პორტრეტი ან თუნდაც უბრალოდ კარგი ჟანრი კი არ იმარჯვებს, არამედ ისეთი რომელიც შეესაბამება სიტუაციას, ანუ იმ ბანერს, სადაც იმას სავარაუდოდ გააკრავენ, გარკვეული დავირთვა უნდა ჰქონდეს, კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. ბანერებზე კი უბრალოდ კარგ ჟანრებს და პორტრეტებს კი არ აკრავენ, არამედ - გარკვეულ მესიჯებსისა და დატვირთვის მქონე ფოტოებს. ამიტომაც აქ უბრალოდ კი არაა, არამედ სარეკლამოდ გამოსადეგი ფოტოა საჭირო. ეს ჩემი აზრია, რავი...
კაპო ძალინ გთხოვ ნუ ამბობ "მცნებას" - მცნება არის 10, ხოლო "ცნება" არის ის რასაც შენ გულისხმობ.