რა მაინტერესებს იცით? აქ ხომ ფოტოგრაფთა კლუბია და ვინმეს თუ გადაუღია სიშიშვლე ან ვინმეს თუ მიუცია ნება გადაეღო თავის თავი შიშველი? რა არ მესმის იცით? ეგ არის ფოტოხელოვენბის 1-1თი ყველაზე ლამაზი კუთხე რადგან ადამიანი არის ყველაზე სრულყოფილი არსება და მისი სილამაზე რა თქმა უნდა ყველანაირ სილამაზეს ურჩევნია ადამიანის გონებას. რადგან ნებისმიერ ადამიანში არის რაღაცა სილამაზე და თუ ფოტოგრაფი ხარ ზუსტად ეგ სილამაზე უნდა დაანახო ფოტოსურათში ხალხს,ამიტომ ის ფრაზა რომ აუცილებელია იყოს მზეთუნახავი პოზიორი სურათისთვის სისულელეა : ) ფიზიკურობაც არ შეუშლის ხელს ფოტოს უნდა მიუდგე იმ კუთხით ამ ფოტოს რომლითაც იგი ყველაზე კარგად გამოჩნდება და ამას უკვე ნიჭი უნდა . ჩემი აზრით საქართველოში ეგ სფერო განუვითარებელია და მხოლოდ პროფესიონალი მოდელები ან მეგობრები ერთმანეთში ოღონდ ან დაფიცებით რომ არავის ანახებს ან კიდე მერე იმ სურათების წაშლით იღებენ მაგ ფოტოებს : ) და მასე არ უნდა იყოს. თუ შენს წინ დგას ადამიანი რომელმაც თავის საქმე იცის 5თიანზე და მას შეუძლია შენი თავი წარმოაჩინოს საუკეთესო მხრიდან რატომაც არ უნდა მისცე მას ამის ნება? მაგრამ უმეტესობა შემთხვევაში ეგეთი უკომპლექსო ხალხი მოჰყავთ ცოლად თავისნაირ უკომპლექსო ხალხს ან ფოტოგრაფებს და შეყვარებულებიც ასეთნაირები ჰყავთ ხშირ შემთხვევაში და ეს განაპირობებს ამ ხელოვნების სიკვდილს ჩვენს ქვეყანაში = )) სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით