ესეიგი ყოველთვის მაწუხებდა ეს შეკითხვა რატომ იღებ ფოტოს? ხომ შეიძლება დაისვას შეკითხვა რატომ დაიბადე ან რამე ესეთი? მე კიდევ მაინტერესებს რატომ იღებ ფოტოს მე თავს ფოტოგრაფს ნამდვილად ვერ ვიწოდებ მაგრამ როდესაც ფოტოს ვიღებ ვწყნარდები, ეს ჩემთვის იგივეა რაც სხვისთვის მაგალითად დღიურების შევსება, შეიძლება ფროფესიონალი არ ვარ და ბევრი რამ არ ვიცი ამ სფეროში კი არა და საერთოდ არაფერი მისწავლია მაგრამ როცა რაღაც ემოციებით ვარ დატვირთული ამის ხმამაღლა თქმას მირჩევნია ერთი ფოტო გადავიღო და უბრალოდ ჩუმად ვიყო ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, სხვისი აზრი საკუთარ გრძნობებზე როცა საკითხი ფოტოგრაფიას ეხება
ძალიან კარგი კითხვაა. : ) მე ნამდვილად არ ვარ ფოტოგრაფი და დამწყები ვარ მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიღებ სურათებს დაჟე უკვე ბოლო დროს ჩვევადაც კი გადაიქცა ეს გატაცება. რაიმე საინტერესოს თუ ვხედავ და სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მაქ ამ მომენტში მაგიტო ვარ დამწყები ვიღებ ჩემი მობილურით ნუ მთლად ცუდი სურათებიც არ გამოდის მაგრამ მთავარია მომენტის დაჭერას რომ ვახერხებ : ) და კიდე იმიტომ ვიღებ რომ უბრალოდ ეს მე მსიამოვნებს,ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი საქმიანობაა უცხო თვალით და მაგიტომ მსიამოვნებს როცა ჩემს ნამუშევრებს ვიღაც აფასებს და მის თვალს ეს მოსწონს ამგვარად ჩემი შრომა ნაცარში არ ჩაყრილა : )) მთავარია გულით აკეთებდე ყველა საქმეს და აბსოლუტურად ყველაფერი გამოვა ...