მაინტერესებს თქვენი აზრი ფოტოგრაფიაში ფოტოშოფის გამოყენებასთან დაკავშირებით: ზოგი თვლის, რომ სურათი უნდა ასახავდეს ფოტოგრაფის მიერ დანახულ სამყაროს და არა მის ნიჭს ფოტოს რედაქტირებაში, ნაწილის აზრით კი მცირე ცვლილებების შეტანა დასაშვებია ესთეტიური მხარის გასაუმჯობესებლად...[SIZE=7][B]
ეს განცდა თავიდან ყველას ეუფლება ფოტოგრაფიაში რომ ფოტოშოპით ფოტოს ალამაზებენო ეს თითქმის ფოტოგრაფიის დაარსებიდანვე მოდის, ანუ როდესაც ფირის გამჟღავნების დროს სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ რომ უკეთესი ფოტო გამოსულიყო, ამას თავისთავად ყავდა მოწინააღმდეგები, ფოტოგრაფების სახით და ასევე გარკვეული სხვადასხვა მეცნიერების სახით რომლებიც ტექნოლოგიურადაც სწავლობდნენ ამ სფეროს
შემდეგ რამოხდა? დაიხვეწა აპარატურა და გამჟღავნების ტექნოლოგია რათა კიდევ უფრო კარგი ფერები და ხარისხი მიეღოთ, ჰოდა ამის პარალელურად ციფრული ტექნოლოგიაც ხომ უნდა განვითარებულიყო? ამიტომ Adobe - ს გრაფიკოსებმა და პროგრამისტებმაც თქვეს რომ ჩვენ ეს შეგვიძლიაო და კიდეც შეძლეს ამიტომ ამ ხალხს დავუფასოთ შრომა და ჩვენც ვისწავლოთ უფრო და უფრო მეტი
არაპროფესიონალიზმს კი არ ქმნის უფრო მეტი ფანტაზიის საშუალებას გაძლევს იმ მხრივ რომ შეგიძლია ფოტო კიდევ უფრო კარგად დაგეგმო და შემდეგში ფოტოშოპით "ააწყო", გაადვილდა ფოტოს დამუშავება ნუ ეს იმ შემტხვევაში თუ კარგად იცი პროგრამა