მოგესალმებით ყველას! გვაქვს თხოვნა ფორუმის მონაწილეებთან და მთლიანად საიტის მომხმარებლებთან. მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ასოციაცია „იმედი“ გეგმავს ფოტონამუშევრების და ნახატების საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვას. შემოსული თანხით შევიძენთ ავტობუსს 189 სპეც.სკოლის ინვალიდ ბავშვებისთვის. ჩვენ გთხოვთ დაგვეხმაროთ ნახატებისა და ფოტონამუშევრების შეგროვებაში. თუ თითოეული ფოტომოყვარული მოგვაწვდის თავის ნამუშევარს, ჩვენ გვექნება გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებისთვის საკმარისი ნამუშევრების რაოდენობა. დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ქრისტინა მიშინას ტელ. 858 57 36 61 (ასოციაციის თავმჯდომარე) ჩვენი სკოლის საიტი: www.specialneeds.ge shako-and-kristi@live.ru პატივისცემით, ქრისტინა მიშინა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების მშობელთა ასოციაცია „იმედი“ გოცირიძის ქ. 2. სკოლა # 189 (სპეციალიზირებული სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთივს)
მეც დიდი სიამოვნებიტ დავეხმარები,,,ნაპირზე რო ვარ მკვდარზე მეტი თავისუპალი დრო მაკ ...თუმცა მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს ჩამოვდივარ,,,-ეგ ვადები არ გაცყობთ ხომ?!?!!?!