IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი
რადიო თავისუფლება აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...” კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ასევე მოყვარულებს. ნამუშევრები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.tavisupleba.org
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ნამუშევრებს საგანგებო გამოფენისთვის, მათ შორის სამი საუკეთესო კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
პირველი პრემია 1500 ლარი მეორე პრემია 1000 ლარი მესამე პრემია 500 ლარი
ნამუშევრებს შეაფასებენ რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებიც. მათი რჩეულისთვის დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი 300 ლარის ოდენობით.
რადიო თავისუფლება გთხოვთ, ნამუშევრები გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.photo@gmail.com ნამუშევრებს თან დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
20 სექტემბრიდან ჩვენს ვებსაიტზე (ამავე გვერდის კომენტარებში) კენჭისყრის მეშვეობით შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ საუკეთესო სურათების შერჩევაში.
გასაგები ჩემთვის შენი პოზიცია არ არის, რომელიც ახლა უცებ გადათქვი. რომ კონკურსი რატომ არის პოლიტიკური და რატომ უნდა გაიკრას ომის ფოტოები ბანერებზე, რომელსაც მაგნუმური ღირებულება არ აქვს.
ვერ გავიგე, უფრო გააგებად განმიმარტე, გთხოვ.
როგორც გავიგე, იქედან გამომდინარე გიპასუხებ.
ვიეტნამის ომის დროს, ამერიკელებს ბევრი ეშლებოდათ, ძალიან ბერვი, არღვევდნენ ომის კანონებს, ადამიანთა უფლებებს, პრინციპში არაფერია, როცა ომი მიმდინარეობას. მაგრამ ვიეტნამიდან ამერიკელი სამხედრო-ფოტოგრაფები კოესპონდენტები ისეთ ფიოტოებს აგზავნინენ,რომლებიც ცნობილ გაზეთებსი იბეჭდებოდა, ამერიკელტან აზროვნებას ცვლიდა ომზე, უფრო მეტიც ამართლებდნენ ამ ომს, მიუხედავად იმისა, რომ დი ზარალს განიცდიდა ქვეყანა.
მაგრამ მთავარია ის, რომ რამდენად კარგად ხდება სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია მედია და კულტურულ სფეროში, ანუ კონრეტული სახელწიფო, ამ შემთხვევაში საქართელო ფოტოებით დაანახებს მსოფიო თანამეგბრობას პირველ რიგში რუსული აგრერისიის მარაზმსა და უსამართლობას, მეორე მხრივ ხაზს გაუსვამს მის ზრუნვას დევნილებზე.