დიკარკა თბილისში არ არის და მე მთხოვა თემის გახსნა.
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
Sofio Gokhelashvili ხო, ეგაა ძალიან პოპულარულია გერგეტში Levan Sikharulidze მე მოგიყვებით, რა პრობლემაა მოკლედ ეს ძაღლი სამი დღე იყო ჩავარდნილი ნაპრალში მყინვარისაკენ მიმავალ გზაზე. ძალიან დიდი ნაპრალი არ იყო, მაგრამ იმის საშიშროება კი იყო, რომ ძაღლი ყინვისაგან დაღუპულიყო. მესამე დღეს მიაგნეს და ამოიყვანეს. მერე ნახეს, რომ მთელი ნაპრალის ძირი სულ დათხრილი იყო. ანუ ძაღლი მთელი სამი დღის განმავლობაში ფაქტიურად "ვარჯიშობდა", რომ არ გაყინულიყო. ალბათ ინსტიქტი ამოძრავებდა იმის მერე დაერქვა ნაპრალა ამ ძაღლს. დიდი ხანი არ არის რაც მოკვდა სამწუხაროდ