რა ზეგავლენა მოახდინა თქვენზე თანამედროვე ფოტოტეკნიკის განვითარებამ და გაპარტოებულმა საშუალებებმა.რა პლიუსებს და მინუსებს ხედავტ ფოტოს გაციპრულებაში.არის რაიმე ასპეკტი დზველ ფოტოტექნიკაში რომელსაც ნოსტალგიიტ უყურებთ????
ბათუმსკი, ჩემი კითხვა ირონია იყო, შეიძლება უადგილო და მაპატიე. უბრალოდ ფირი ჯობს თუ ციფრა, ამ ტიპის კითხვად მიმაჩნია, ნიკონი ჯობს თუ ქენონი, უნდა გამოიყენო თუ არა ფოტოშოპი, შავ-თეთრი ფოტო ჯობს თუ ფერადი და ასე შემდეგ და დამეთანხმე, რომ ძალიან უაზრო და სასაცილო დისკუსიები იმართება ხოლმე ამ თემებზე, მიუხედავად იმისა, რა სერიოზული და აზრიანი მიზანიც არ უნდა ჰქონოდა თემის წამომწყებს. თემის თავიდან გადაკითხვა მეზარება სიმართლე რომ გითხრა, თორემ მეტს გეტყოდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ციფრული ტექნოლოგია იმისკენ ისწრაფის, რომ ის ღირსებები, რაც ფირს აქვს (და ციფრულმა ტექნოლოგიამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მაგ დონემდე, თუმცა მასაც აქვს ბევრი ის პლუსი, რაც ფირს არ აქვს), ციფრულ ტექნოლოგიაშიც დანერგოს. იმ დროისათვის, როცა როგორც შენ ამბობ, ფირის აპარატები ექსკლუზიური, ძალიან ძვირი და იშვიათი გახდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ციფრული ნებისმიერ ასპექტში გაუწევს ფირს კონკურენციას.