მახსოვს ადრე კაკტუსამ გახსნა რაღაც მსგავსი თემა "ჩათის " მაგვარია მართალია მაგრამ... 9 არ ვიცი სად გაქრა ,ისე ბევრი მომხმარებელი კი ჰყავდა განსაკუთრებით ბოკეზე "პიკის" საათებში ანუ ღამის ) ძალიან ბევრი ღამურაა აქ და ძირითადად ერთი და იგივე მომხმარებლები ...
ხანდახან ხომ არის ასე რომ უბრალოდ რაღაცის თქმა გინდა ( ან წერა ) გინდა ვინმეს ესაუბრო მაგრამ ან მსმენელი არავინ გყავს ან კიდევ რაღაც მიზეზები ...
ხოდა ვილაპარაკოთ აქ ზოგისთვის სისულელეზე გიზისთვის კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცეებზე ....
დღეს იმდენ რაღაცაზე მინდოდა ლაპარაკი და არ ვიცოდი სად დამეწერა ან რატომ დამეწერა ან საერთოდ ვინმე თუ წაიკითხავდა რას იFიქრებდა ,საერთოდ რამეს თუ იFიქრებდა და სიხარულიძემ გადმომდო მგონი არეულად და დაულაგებლად ლაპარაკი -))))
აი ქათამო ვიცი რომ ბოკეზე ხარ ახლა,რატომ არ გძინავს? არ გეძინება? არ მიიღება ასეთი პასუხი -P არ გინდა არაFერზე ვილაპარაკოთ? ხო ხო ვიცი რასაც Fიქრობ და მართალიც ხარ სიხას თემამ გადამაწყვეტინა ამ "თEმის" გახსნა თუ რაც არის ცოტა უFრო თავისუFლად მინდა ვილაპარაკოთ ის კიდევ იმდენად კონკრეტულია რომ მეშინია დაპოსტვა უკვე -)))))
ირაკლი თემა არ დამიხურო ძაან გთხოვ ღამე ხომ იცი ყველაზე ბრძნული აზრები იბადება -))))
Added @ პ.ს
ონლაინ ლისტს შეეშვი აქ მოდი სჯობს -)))))))
ნიკუშა შენც ვხედავ რომ ანათებ დავიჯერო Fორუმს არ რთავ?
არა დღეს უნდა აგალაპარაკოთ არაFერი არ ვიცი -))))))))
დედაჩემი პროფესიით ფილოლოგია, ჰოდა ინსტიტუტი რომ დაამთავრა, მაშინ კომუნისტების დროს, 37 მანეთად კი არ დაფრინავდნენ მარტო, თურმე სამუშაოზე ანაწილებდნენ, ლოლ, ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო, თუ როგორც არის. ჰოდა, დედაჩემი ხიდისთავის რაღაც სპეციალიზებულ სკოლა ინტერნატში მიავლინეს. ატარებს ერთხელ გაკვეთილს და ხსნის გალაკტიონ ტაბიძეს. არა ეს თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, 23 წლის დედაჩემი (ჩემზე პატარა უკვე, ლოლ, მე კიდევ ხეც არ დამირგავს ჯერ) რა მგზნებარებით ყვება, როგორ უბრწყინავს თვალები... გალაკტიონი... ჰაი, ჰუი... და კადრი მოპირდაპირე მხარეს. მერხზე სანახევროდ გადმოწოლილია შავტუხა და ყურპარტყუნა ტლუ ბიჭი ნიკაპი ხელისგულზე აქვს დაყრდნობილი აი ისე... ტუჩები რომ გადმოუბრუნდებათ ხოლმე და პირი ცოტა ღია რომ აქვთ. ჰოდა ფრაზა... (სპეციფიკური ქართლური აქცენტით) : "ყველა, ყველა და მაგას ცოტა ხო არ აკლდა, ჰააა?"
აი ძალიან მეცინება ხვალაც დაგვხვდება ვინმეს მონაწერი. ყველა, ყველა და თქვენა ცოტას ხომ არ უბერამთ ჰაა? კაცო, თუ გეძინება, თუ ვერ აზროვნებ და სიტყვებს ვერ ალაგებ, წადი რა, რა თავს იკლავ
ჰაჰა, მიყვარხართ Added @ ორი წლის წინ არ ვიყავი-თქო გოგო, თორემ ახლა კი ვაგდივარ აქ სულ : ))))
ეჰ, ამასობაში კი მართლა მარტო დავრჩი მგონი :P
ისე, ავთანდილი მეც მომენტარა ჩემზე გიჟი ეგ იყო, რა გვიანაც არ უნდა გავსულიყავი, მაინც აქ ვტოვებდი ხოლმე და გულს ვიმშვიდებდი