მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ თამაშის წესებს.
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
იმ თემაში სურათის გარეშE არ შეიძლება დაპოსტვა ამიტომაც აქ მინდა დავწერო (უბრალოდ რომ არ დავწერო არარსებობს -)))
ძალიან მომეწონა თვითონ თემა და იცი რა არის? ამ თამაშის არსებობის Dღიდან ისე ვდებ თითო თემაში Fოტოს რომ თითქმის არც ვუFიქრდები გარკვეულ თემაზე ,ეგრევე მახსენდება რომელიღაცა ჩემი Fოტო,ამ თემაზე კიდევ...დღეს შუადღიდან ვათვალიერებ Fოტოებს და ისე გამოვიდა რომ არც არაFერი მაქვს გადაღEბული ჩემი ნამდვილი ცხოვრების ამსახველი ,აი საერთოდ არაFერი და რა მაგარი იდეა მომაწოდე იცი?! აუცილებლად გადავიღებ სერიას ამ თემაზე ,მართლა მადლობა
პარასკევს ავტვირთავ მე Fოტოს,ბოლო დღეს -) მადლობა -*