ესეიგი ყოველთვის მაწუხებდა ეს შეკითხვა რატომ იღებ ფოტოს? ხომ შეიძლება დაისვას შეკითხვა რატომ დაიბადე ან რამე ესეთი? მე კიდევ მაინტერესებს რატომ იღებ ფოტოს მე თავს ფოტოგრაფს ნამდვილად ვერ ვიწოდებ მაგრამ როდესაც ფოტოს ვიღებ ვწყნარდები, ეს ჩემთვის იგივეა რაც სხვისთვის მაგალითად დღიურების შევსება, შეიძლება ფროფესიონალი არ ვარ და ბევრი რამ არ ვიცი ამ სფეროში კი არა და საერთოდ არაფერი მისწავლია მაგრამ როცა რაღაც ემოციებით ვარ დატვირთული ამის ხმამაღლა თქმას მირჩევნია ერთი ფოტო გადავიღო და უბრალოდ ჩუმად ვიყო ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, სხვისი აზრი საკუთარ გრძნობებზე როცა საკითხი ფოტოგრაფიას ეხება
მე მაგალითად ძალიან მსიამოვნებს და მამშვიდებს როცა ფოტოს ვიღებ ან პირიქით როცა მიღებენ .... იმ სურათით რასაც ვიღებ ვცდილობ ჩემი გრძნობა გადმოვცე ნუ შეძლებისდაგვარად... პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ და ბევრი მიკლია მაქამდე მაგრამ მაინც... იმიტომ ვიღებ ფოტოს რომ მომწონს მერე იმის ყურება,კიდევ იმიტომ რომ ეს არის ფირზე ასახული ფაქტი წარსულიდან,რომელსაც დაინახავ აწმყოში თუ მომავალში,და იმ განცდას,სულის იმ მდგომარეობას გაგახსენებს,იმ პერიოდში დაგაბრუნებს როცა ეს სურათი გადაიღე.. მოკლედ არ გამომდის ზუსტად გადმოვცე ის რისი თქმაც მინდა მაგრამ ალბათ გაიგებთ ...