ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.
ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.
ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ვკრებთ 100 ლარს*.
იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.
*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
რამდენიმე დღის წინ ადიდდა მდინარე ჩხერი და დააზიანა ადგილობრივი წყალგაყვანილობა.
ყაზბეგი უწყლოდაა დარჩენილი.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები...
ალბათ დამეთანხმებით, რომ 30 კაცის კვება მაშინ როდესაც მოსახლეობა წყალს ზიდავს წყაროდან რთული საქმეა, სანიტარულ კვანძებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომაც, ორგანიზატორებმა საჭიროდ ჩათვალეს ლაშქრობის გადადება. დიდი იმედ გვაქვს, რომ დაახლოებით 10 აგვისტომდე მოესწრება.