იყო ასეთი შემთხვევა. შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში. ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან. საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები
კი ნამდვილად ეგრეა, თუმცა ხომ მაქვს მეც უფლება ვისაც მიღებ, რომ არ მსურდეს ჩემი პირადულის, თუნდაც მხოლოდ სახის საქვეყნოდ გამოჭენება? თუ იცით ვინმემ რა შემიძლია გავაკეთო ისეთ სიტუაციში, როდესაც ვინმე მიღებს ფოტოს, აქვეყნებს ბოკეზე, გაზეთში, ბილბორდზე ან ნებისმიერ ადგილზე სადაც უცხო ადამიანები მნახავენ. უბრალოდ უნდა მივიდე მუხლზე დაჩოქილი ფოტოგრაფთან და ვთხოვო, რომ სადაც გამომაქვეყნა იქიდან ამომიღონ? თუ უკვე ნანახი ვყავარ ხალხს გაზეთის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში, მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?