ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.
ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.
ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ვკრებთ 100 ლარს*.
იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.
*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
ოკლედ, გავარკვიეთ ბევრი რაღაც, ვითათბირეთ და გადაწყდა:
ვიცხივრებთ ბინებში, ანუ, საოჯახო სასტუმროებში.
კარვებს აქვს შემდეგი მინუსები:
1. ბევრს არ აქვს გამოცდილება იქ ცხოვრების და ეგრევე 3 დღე გაუჭირდება; 2. კარვებში ცხოვრება ბევრად მეტ დროს წაიღებს სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო და ბევრი რამის ნახვას ვერ მოვასწრებთ; 3. ბევრი ობიექტური გარემოების გამო კსრვებში ცხვრება დანახარჯს არ ამცირებს; 4. მანქანები უბრალოდ სოფლიდან სოფელში გადაგვიყვანენ, ხოლო ხეობაში ფეხით ვივლით; 5. კვება იქნება ოთხჯერადი, ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნება (საკვები+სასმელი); 6. საუზმის, სადილის, სამხარისა თუ ვახშმის დროს საკვებს მოიტანენ იქ სადაც ჩვენ ვიქნებით...