ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.
ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.
ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ვკრებთ 100 ლარს*.
იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.
*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
beshqena, ვინც სასტუმროში ვერ ვძლებთ რა ვქნათ? კარვის ქირაობა ნამდვილად არ იქნება საჭირო მოიძებნება საჭირო რაოდენობის კარვები და კაცზე 3 დღეში 30 ლარის საჭმელი ყელში ამოვა.. ნუ ისეთებს თუ უნდათ გაისწორონ ალპინიადაზე წკაპუნებით და მაკიაჟის ჩანთით რომ მოდიან არ ვიცი და პახოდში სასტუმრო არ გამიგია მე..