ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.
ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.
ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ვკრებთ 100 ლარს*.
იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.
*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
თქვენ უკეთ იცით ვინც ორგანიზებას უკეთებთ,იმედია საუკეთესო ვარიანტს ავირჩევთ და მეოთხე სართულზე არ მომიწევს რამის გათევა
ისე კარვების ქირაობას რაც შეეხება: საკმაო რაოდენობის ხალხი ვართ აქ,მე მაგალითად 2 კარავი შემიძლია ვიშოვო(2-3 კაციანი),ჩემსავით კიდევ ბევრი შეძლებს. ყოველ შემთხვევაში ფასზეც რომ არ იყოს ლაპარაკი ლაშქრობა კარვით უფრო მიმზიდველია და ვინც კარავში ვერ ძლებს ის ვერც ბევრ სიარულს შეძლებს